გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი | საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა უკრაინის ხელისუფლებას

მიმართვა ოფიციალურ კიევს – სამოქალაქო საზოგადოება ს გათავისუფლების თხოვნით ს, უკრაინის რადასა და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს. წერილზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და ის უკრაინის საელჩოს ჩაბარდება ში გადასაგზავნად.
მიმართვის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ უკრაინის საგამოძიებო უწყებები უკრაინის მოქალაქის დარღვეული უფლებებით უნდა დაინტერესდნენ. დღეს გამართულ შეხვედრაზე წაიკითხეს მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
“ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები და სტუდენტები. ვთვლით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ქართული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ს თაოსნობით ცდილობს ფიზიკურად გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტი. 2024 წლის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის და გარდამტეხი მომენტი მისი ევროპული მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის ს პირადი პატიმარი და საერთო ევროპული პოლიტიკური სპექტრის უმნიშვნელოვანესი ლიდერი, რომლის თავისუფლებაზე ყოფნა დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. ვთანხმდებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. გთხოვთ მიმართოთ უკრაინის პროკურატურას დაიწყონ გამოძიება და გამოვლინდეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.