გიგა ზედანია: ციხე უნდა “ახეხიხონ” ახალგაზრდას, სტუდენტს, მომავალ ინტელექტუალს. “პროგრესი უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია”. რეჟიმსაც კი შეუძლია იყოს ნაკლებად სამარცხვინო

გიგა ზედანია, ილიაუნის პროფესორი:
ანი ამ გაზაფხულზე გავიცანი, ‘ფილოსოფია და კინოს’ კურსზეა ჩემი სტუდენტი. ყურადღება მიიპყრო იმით, რომ თქვა, მარკერის La jetee არის ჩემი საყვარელი ფილმიო.
ათი დღის წინ შესანიშნავი პრეზენტაცია გააკეთა გოდარის “ალფავილზე”. რაც განსაკუთრებით ძალიან მიხაროდა, ის იყო, რომ მის ასაკში მარკერის შესახებ არც ვიცოდი და გოდარი ჯერ ნანახი არ მქონდა. “პროგრესი”, ვფიქრობდი ჩემთვის.
ახლა ვზივარ მერსი შორის ლექციაზე ვაცლავ ჰაველის შესახებ, რომელიც ილიაუნიში ტარდება. შორი არის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ინტელექტუალი. არ ვიცი, რომ არ დაეპატიმრებინათ, შეიძლება ანიც დასწრებოდა ამ ლექციას. მაგრამ ამასობაში დაუპატიმრებიათ.
ციხე უნდა “ახეხიხონ” ახალგაზრდას, სტუდენტს, მომავალ ინტელექტუალს. “პროგრესი უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია”.
რეჟიმსაც კი შეუძლია იყოს ნაკლებად სამარცხვინო.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან