აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში

აფეთქებამ მზის ატმოსფერო “გახია” — რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებში
ფოტო: SDO/NASA
16
წაკითხვა
მეცნიერებმა 10 მაისს M5.7-კლასის მზის აფეთქება დააფიქსირეს, რომელმაც ჩვენი პლანეტის მზით განათებული მხარის მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციები დროებით დაარღვია. M-კლასის მზის აფეთქება მზის ამოფრქვევის მეორე ყველაზე ძლიერი კატეგორიაა (პირველ ადგილზე X-კლასის აფეთქებები გაჰყავთ ხოლმე).
მზის ქარი მზიდან უეცრად წამოსულ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაკადებს წარმოადგენს. ეს ენერგია სინათლის სიჩქარით მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მათ დაკვირვებას მეცნიერები მაშინღა ახერხებენ, როცა ისინი უკვე დედამიწამდეა მოსული. დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი მზის ქარის მავნე გამოსხივებისგან გვიცავს, თუმცა ისინი ხშირად ზედა ატმოსფეროდან მომავალ რადიოკომუნიკაციებს არღვევს. გარდა ამისა, ხშირად სატელიტები და კოსმოსური ხომალდებიც ზიანდება.
ამ მოვლენამ ასევე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) გამოიწვია. ეს მზის პლაზმისა და გამოსხივებისგან შემდგარი დაბალი სიჩქარით მოძრავი ღრუბელია, რომელიც ხშირად გეომაგნიტურ ქარიშხლებსა და პოლარულ ციალს იწვევს. უცნობია, მოხვდება თუ არა CME დედამიწას.
შესაძლოა, ამ მოვლენებმა მცირე G1 გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვიოს. ზოგადად, ეს ფენომენი სიძლიერის თვალსაზრისით G1-იდან G5 სკალით ფასდება, სადაც G5 ყველაზე ძლიერს შეესაბამება. ამის მიუხედავად, G1 სიძლიერის ქარიშხალმა შეიძლება -ში (კერძოდ, მიჩიგანისა და მეინის ჩრდილოეთ ნაწილებში) შესამჩნევი პოლარული ციალი მაინც გამოიწვიოს. ამასთან ერთად, შესაძლოა, ამ ყველაფერმა სატელიტურ ოპერაციებსა და გადამფრენ ფრინველებზეც იმოქმედოს.
საინტერესოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მზე განსაკუთრებით აქტიურია. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარსკვლავმა აქტივობის მაქსიმუმს მიაღწია, ე.ი. თავისი 11-წლიანი აქტივობის ციკლის პიკს. სავარაუდოდ, აღნიშნული მაქსიმუმი 2025 წლის დასაწყისში დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მზის აქტივობამ თეორიულად შემცირება დაიწყო. მაქსიმუმის დროს ან მასთან მიახლოებულ პერიოდში 5,7 მაგნიტუდის აფეთქებები უჩვეულო ნამდვილად არაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დროს მზის ლაქები მეტად ჩნდება.
მზის ლაქა, რომელმაც ეს კონკრეტული აფეთქება გამოიწვია, 4436-ის სახელითაა ცნობილი. იგი ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურია. წინა კვირას მან მინიმუმ 5 CME მაინც გამოტყორცნა. თუ მომდევნო დღეებში მეტ აფეთქებას უნდა ველოდოთ, შეიძლება დედამიწას მეტი CME და უფრო მაღალი ინტენსივობის გეომაგნიტური ქარიშხლები მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ პოლარული ციალი მაშინ ჩნდება, როცა მზიდან წამოსული დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ზედა ატმოსფეროს ხვდება, ე.ი. ჟანგბადისა და აზოტის ნაწილაკებს ეჯახება. დამუხტული ნაწილაკების ჟანგბადთან მოხვედრა ცაზე მწვანე ფერს წარმოქმნის, აზოტთან კი — მოლურჯო და მოიისფრო ფერებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: შენ უკეთ იცი წყლის ქიმია თუ სკოლის მოსწავლემ?5549 ნახვა
ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?1478 ნახვა
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია1392 ნახვა
ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შექმნეს1346 ნახვა
კვლევით დადგინდა, რომ მცენარეები წვიმის წვეთების ხმაზე რეაგირებენ1244 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა

როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
გადახედვა
ჯანმრთელობა
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
გადახედვა

ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას -ს ეკითხება — კვლევა
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას -ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
დედამიწა
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
მიანმაში 11 000-კარატიანი ლალის ქვა აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
პენტაგონმა “UFO-ს” კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
პენტაგონმა “UFO-ს” კადრები გაასაჯაროვა, მათ შორის Apollo-ს მისიების დროს გადაღებული
გადახედვა
ადამიანი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
ისტორია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია