ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზ თამაზაშვილის განცხადებაზე – ჩანს, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას ივანიშვილი, ადამიანურად საცოდაობაა, ტრაგიკული ამბავია

ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ რაღაც პიარ-სვლაა. ინსტიტუციური ორგანიზებული ძალადობის ასობით შემთხვევა გვაქვს, მარტო პოლიციის ძალის გადაჭარბების კი არა. ის შემთხვევები, რაც ახსენეს, სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალის გურამ როგავასა და აქციის მონაწილე, ზვიად მაისაშვილზე თავდასხმისთვის 5 ძალოვანი პირის დაკავებაზე.

მისი თქმით, ათობით შემთხვევაა დოკუმენტირებული, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ორგანიზებულ თავდასხმებს აჩვენებს.

„ათობით გამოუძიებელი საქმეა. ამ ყველაფრის ორგანიზატორი, მათ შორის იმ შემთხვევებისაც, რაც ვითომ ახლა გამოიძიეს, არა მარტო ამ კლიმატის შემქმნელი, არამედ ამ ინსტიტუციური ვითარების შემოქმედი არის მთლიანად რეჟიმი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები, ამ ვითარებას არანაირად არ და ვერ ცვლის და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს ამ რეჟიმის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ, როდესაც იმ ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, რომელიც ნებისმიერი მთავრობის, არამარტო ასეთი რუსული სულისკვეთების ავტორიტარული მთავრობის, არამედ ნებისმიერი მთავრობის პირობებში იქნება ძალაუფლების დანაწილება და იმ ტიპის ანგარიშვალდებულება, რომელიც ამ რისკებს გაანეიტრალებს ნებისმიერ ვითარებაში. „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, რომ ისეთი ხედვა ჩამოვაყალიბოთ და ჩვენ გვაქვს ფართო ოპოზიციური ხედვა იმ ნაბიჯებთან, რომელიც ისეთ ქვეყნად აქცევს საქართველოს, რომელიც ნებისმიერი მთავრობის პირობებში ასეთ პრობლემებს გამორიცხავს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 10 პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე. გიგა ბოკერიას თქმით, აბსურდია მსჯავრი, რაც კონკრეტული პირების მიმართ დადგა.

„ვინც ნახა ეს მოვლენები, ვის სჯერა, რომ სახელმწიფოს გადატრიალებას ამზადებდა იქ, ვინმე? აბსურდია ყველა ის ბრალდება, ისივე როგორც ყველა სხვა ბრალდება, რომელიც ამ ადამიანებს წაყენებული ჰქონდათ. ამიტომ არის ეს საქმე პოლიტიკური შინაარსის და ამიტომ არიან ისინი პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა .

გარდა ამ საკითხებისა, გიგა ბოკერია, კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებას, რომ „ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია“.

„უბრალოდ, ადამიანურად საცოდაობაა, როდესაც ასეთ მდგომარეობაშია. აქედან შეიძლება ვიმსჯელოთ, ივანიშვილი, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას. ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომ აპროტესტებს, მისი დევნის შესახებ ჩანაწერი რომ მოხდა. ტრაგიკული ამბავია. ოღონდ ჩემთვის, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ტრაგიკომიკური ამბავია, რომლის დაჭერაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან, სინამდვილეში კი ინსტიტუციური კორუფციის შედეგია ღარიბაშვილის ამბავი. ერთ ღარიბაშვილზე ხომ არ არის ლაპარაკი, წლების განმავლობაში მთელი წყება გვაქვს იმისა, რომ კონსტიტუციურად უმაღლესი თანამდებობის პირების: პრემიერ-მინისტრების, სუს-ის უფროსის, ყოფილი გენპროკურორის, მინისტრების, რომლებიც ყველანი გამდიდრდნენ ოფიციალური ვერსიით თანამდებობაზე ყოფნისას, ამის იქეთ ხომ პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ახლა, მის ოჯახის წევრების უწევთ, ხსნა დაინახონ იმაში, რომ ისევ მამა-მარჩენალს უნდა გაუგორონ. ტრაგიკული ამბავია. ეს აჩვენებს, რამდენად დიდ შარში ვართ, სანამ ამ კაცს, სადაც მის გარემოში ასეთი კლიმატია, აქვს ძალაუფლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.