ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 65-ე სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განმარტებით, პაკეტში შემავალი შეიარაღება უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა და მასში შევა: საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისთვისა და არტილერიისთვის, ჯავშანმანქანები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.
კერძოდ: RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები; რაკეტები Stinger-ებისთვის; საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის; 155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვები; Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები; Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანები; საპატრულო ნავები და ა.შ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.