ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]
![ბითაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/4bc84e52775746b8f9dacdf6678459b5-fxnvQI.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ტორონტო რაპტორსი" გასვლაზე 106:97 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
"ტორონტოდან" ჯეიკობ პოელტლმა 33 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 21
მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 იანვარს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.
"ტორონტო" 8 გამარჯვებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, "რაპტორსი" 7 იანვარს, "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.