გოგას 22 წუთი და ეფექტური დაფარებები - "მეჯიქმა" გასვლაზე "ნიქსი" დაამარცხა [VIDEO]
![გოგას 22 წუთი და ეფექტური დაფარებები - "მეჯიქმა" გასვლაზე "ნიქსი" დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/072f44f8e7bd000ae0e957147d057f0d-ylgT9I.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" სტუმრად 103:94 დაამარცხა.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოულ ენტონი გახდა, უკანახაზელმა 36:38 წუთში 24 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ნიქსიდან" მიკალ ბრიჯისმა 42:23 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, "ორლანდო" 22 მოგებითა და 16
მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 10 იანვარს "მინესოტა ტიმბერვულსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიქსი" 24 გამარჯვებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ტომ ტიბოდოს გაწვრთნილი გუნდი 9 იანვარს "ტორონტო რაპტორსს" შეხვდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.