ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი - "ორლანდოს" 17 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი - "ორლანდოს" 17 ქულიანი ქამბექი და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაძაბულ ბრძოლაში 102:101 დაამარცხა.
მასპინძლები 17 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა და ბოლო წამებზე კოულ ენტონის ტყორცნით თამაშის მოგება მოახერხა.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. გოგამ მოედანზე 33:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"ბრუკლინიდან" ქემ ტომასმა 25 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
უნდა
აღინიშნოს, რომ "მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები პაოლო ბანკერო, ფრანც ვაგნერი და მო ვაგნერი ვერ ეხმარებოდნენ.
ამრიგად, "ორლანდო" 20 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 2 იანვარს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბრუკლინი" 12 გამარჯვებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, "ნეტსი" 2 იანვარს, "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.