ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მწვრთნელის ტრავმა მილანურ დერბიში - სერჟიო კონსეისაოს სახალისო ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მწვრთნელის ტრავმა მილანურ დერბიში - სერჟიო კონსეისაოს სახალისო ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

იტალიის სუპერ თასის ფინალში "მილანმა" თანაქალაქელი "ინტერი" 3:2 დაამარცხა და ბრწყინვალე სტილში მორიგი ტიტული მოიპოვა.
გამარჯვების გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა და გოლის შემდეგი აღნიშვნისას "როსონერის" ახალმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ ტრავმა მიიღო და თამაშის დასრულების მერე სამედიცინო შტაბის წევრებმა დახმარება აღმოუჩინეს.
შეგახსენებთ, კონსეისაო გახდა "მილანის" პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდში ტიტული ყველაზე მოკლე ვადაში მოიგო. მისთვის "ლომბარდიელთა" მესაჭის რანგში ეს მხოლოდ მე-2 მატჩი გახლდათ და მთავარ მწვრთნელად სულ 8 დღეა რაც მუშაობს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.