ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები

ბათუმში ძლიერმა ქარმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ბათუმის მერიის ცნობით, დაზიანებულია მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები.
"მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები" - წერია ბათუმის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა 40-ზე მეტი ხე-მცენარე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.