არქივი24 დეკემბერი, 2023, 07:39
უამინდობამ ბათუმში პრობლემები შექმნა - დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები
უამინდობამ ბათუმში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები.
მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.