ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ

ბათუმში აქციის მონაწილეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას აწყობენ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდან დაიძრნენ და ბარათაშვილის ქუჩისკენ მიემართებიან. ისინი პროტესტის ნიშნად ბათუმის შესასვლელის, კერძოდ, საბაგიროსთან არსებული ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.
აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ.
„აქ არიან სტუდენტები ხელოვნების უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საზღვაო აკადემიიდან... ჩვენ ყველას ერთი მთავარი მოთხოვნა გვაქვს, აღარ გვინდა რუსული ხელისუფლება, რომელიც ქართველებს ევროპულ მომავალს ართმევს“, - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.