ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში მოქალაქეთა ნაწილი მთავრობის სახლთან შეიკრიბა შეძახილებით: “ძირს რუსული რეჟიმი”

ბათუმში მოქალაქეთა ნაწილი მთავრობის სახლთან შეიკრიბა შეძახილებით: “ძირს რუსული რეჟიმი”

“ძირს რუსული რეჟიმი” - ამ შეძახილებით მოქალაქეთა ნაწილი აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპროტესტებენ. მათი თქმით, დღეს „საქართველომ რუსეთში გაიღვიძა“.
“პირდაპირ დეკლარირებაა, რომ ევროპასთან კავშირს ვწყვეტთ, არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნისთვის. კონსტიტუციას არღვევენ, რაც დაუშვებელია. ყველა ვიქნებით გარეთ და ვეტყვით არას რუსულ მთავრობას”, - აცხადებენ შეკრებილები.
ცნობისთვის, მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქცია- მსვლელობას გორგილაძის ქუჩაზე აწყობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.