ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” - ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” - ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო მსვლელობა იმართება

„ძირს რუსული რეჟიმი”, „გამოდით, საქართველოს გვართმევენ” - ამ შეძახილებით ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ქუჩაზე მსვლელობას მართავენ.
„დროა ბრძოლის, ევროპული მომავლის დასაცავად, ათასობით ბათუმელი ქუჩაშია გამოსული. ხედავთ ყოველ დღე იზრდება მათი რაოდენობა, ანუ პასუხია ის, რომ ქართველების უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.
მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.