ბათუმში მასწავლებელთა აქცია გაიმართა

“უსაფრთხო გარემო”, “ღირსეული ცხოვრება”, “გამოხატვის თავისუფლება”, “ხარისხიანი განათლება”, “ბავშვებზე მოძალადე რუსულ რეჟიმს არ შევეგუებით” – ეწერა მასწავლებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ მოწყობილ აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტებზე.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ლია გოლიაძემ თქვა რომ ყველაზე მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებაა:
“ევროპული არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო შვილები უნდა გამოვიდნენ ციხიდან და მათ უნდა მიეცეთ სწორედ ის ევროპული და თავისუფალი სივრცე. ერის უმრავლესობა იმავე აზრზეა და ევროპული კურსიდან გადახვევა, არაფრით არ შეიძლება. დღეს ბევრი სკოლაა აქ, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ უფრო გავბევრდებით და მთელი ერი დადგება ერთ აზრზე”.
მასწავლებლების ნაწილმა მარში მოაწყო და აჭარის მთავრობის სახლისკენ და შეუერთდა იქ მიმდინარე პროევროპულ აქციას, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა, ბათუმშიც მიმდინარეობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ