არქივი12 დეკემბერი, 2024, 21:08
“წვიმის კი არა, წყლის ჭავლისაც არ გვეშინია” – აქცია ბათუმში

პროტესტის მე-15 დღეს ბათუმში მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და “ქართული ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ერთხმად გმობენ.
ევროპული მომავლის მცველები ივანიშვილის გუნდის მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკ ანგარიშსწორებასაც ემიჯნებიან და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ჩვენ როგორც ვთქვით, არათუ წვიმის, არამედ წყლის ჭავლისაც არ გვეშინია. აქ ვიდგებით, სანამ ეს ბრძოლა ბოლომდე არ მივა – ამბობს აქციის მონაწილე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.