არქივი10 დეკემბერი, 2024, 17:23
ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები თეატრის წინ შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეჩერდნენ, მოთხოვნები გააჟღერეს და მერიასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს და ძალადობა დაგმეს.
დემონსტრანტებმა აქციებისას დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროტესტი ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.