არქივი20 დეკემბერი, 2024, 20:23
ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
„თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, სანქციები არის საჭირო. ამ გზით აღარ დარჩებათ უკან დასახევი გზა, არჩევნებამდე უნდა მივიდეთ. გამოსვლები და მარშებიც კარგი ხერხი არის იმისთვის, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ. საჭიროა ცვლილებები. ვგმობთ თბილისში აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას”,- აღნიშნეს მათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.