ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, პროევროპული აქცია-მარშის მსვლელობისას, ხმაური იყო. სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე, ქალი დააკავეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არის გადაყვანილი. ადგილზე მყოფი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული ქალი სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ. ამ წუთებში ისინი კი მსვლელობას მართავენ. სავარაუდოდ, პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მიემართებიან.
„სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ზურგზე სტიკერის დატოვებას აპირებდა, იყო მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და სწორედ ამ დროს დაკავება მოხდა“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.