ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დაკავებულია ათამდე პირი, მათ შორის, აქციის მონაწილეები -არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე -პარტია “გახარია საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მათე ცენტერაძე და სხვები.
დაკავება საპროტესტო მსვლელობის დროს დაიწყო, როცა ერთ-ერთი მონაწილე თამთა აბულაძე დააკავეს. აქციის მონაწილეთა თქმით, თამთა აბულაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – “გაიფიცე”.
პირველი დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სადაც სხვა პირებიც დააკავეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასფალტზე სტიკერების გაკვრისა და შეკითხვების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც