ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში აქციაზე ბათუმელების ოპერატორი დააკავეს

ბათუმში აქციაზე ბათუმელების ოპერატორი დააკავეს

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმელების კიდევ ერთი თანამშრომელი, ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. გამოცემის ცნობით, ის აქციის გაშუქებისას, ვიდეო მასალის გადაღებისას დააკავეს.

11 იანვარს დააკავეს ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქმე სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.