ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გახარია საქართველოსთვის“ - ბათუმში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს!

„გახარია საქართველოსთვის“ - ბათუმში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს!

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა შორის ელიზბარ ჩხიკვაძე.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან“.
„ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, ელიზბარ ჩხიკვაძე დააკავეს!
რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - იცხოვრონ ნორმალურ, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში.
თავისუფლება უკანონო პატიმრებს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!“, - წერია პარტიის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.