ბათუმი-თბილისის სარკინიგზო რეისი შეფერხდა – მოძრაობა 12 საათიდან აღდგება

კვირა დილის, 24 დეკემბრისთვის აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.
საქართველოს რკინიგზის პრესცენტრის ცნობით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. რის შედეგადაც რამდენიმე რეისია შეყოვნებული.
პრობლემები შეეხო -თბილისის რეისს, რომელიც 08:10 საათზე უნდა დაძრულიყო.
„ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება… მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
რკინიგზის პრესცენტრის ცნობითვე, „სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ და საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს