უამინდობის გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერებულია

-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.
ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება.
„დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12:00 საათისთვის განახლდება”,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.