არქივი24 დეკემბერი, 2023, 07:39
ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა
ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია. ბათუმის რკინიგზის სადგურიდან მატარებელი დღეს დილით დაიძრა.
ძლიერი სტიქიის შედეგად, მახინჯაურის მონაკვეთზე ხეები წაიქცა, რამაც საკონტაქტო ქსელის დაზიანება გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ქსელის აღდგენისა და ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.