ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხდა

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, -თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საქართველოს რკინიგზა ამბობს, დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა. მათი თქმით, მიმდინარეობს ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები და დაახლოებით 12 საათისთვის მოძრაობა სრულად განახლდება.
“ძვირფასო მგზავრებო! დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს,” – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.