პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დარეგისტრირებული პირებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო.
სწავლება 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში რეკრუტები დეტალურად შეისწავლიან საერთო საჯარისო წესდებებს და აითვისებენ სამხედრო საქმისთვის აუცილებელ ისეთ საბაზისო დისციპლინებს, როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო მომზადება. 8-კვირიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამსახურს განაგრძობენ.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში დარეგისტრირებული პირები ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. თბილისიდან ახალქალაქში რეკრუტების გადაყვანა ახალი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.