ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ლაშა ფარულავა:
ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს
მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის
მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დაარსების დღიდანვე დაიწყო იმ ნარატივების გავრცელება, რომლებიც პირდაპირ აძლევდა ხელს რუსეთს
რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ მიხეილ სააკაშვილმა „მძინარე ცხინვალი დაბომბა“ და კიდევ ათასი რუსეთისთვის სასურველი პოლიტიკური ვერსია
მათ შორის, ისიც, თითქოს ომი 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს დაიწყო
ის, რასაც დღეს კობახიძე, ყაველაშვილი და პაპუაშვილი ამბობენ და აცხადებენ, იმდენად სამარცხვინო და საზიანოა საქართველოსთვის, რომ პირდაპირ კრემლში დაწერილი დირექტივის შესრულებას ჰგავს
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველომ სამართლებრივ ბრძოლაში გაიმარჯვა, დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა და აგრესიის დაწყების თარიღად 7 აგვისტო დაფიქსირდა
ვითომ არ იცის ეს იურისტმა კობახიძემ?
თუ იცის და უბრალოდ პოლიტიკური ბოღმის გამო ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას?
ყაველაშვილი გმირების საფლავთანაც კი ვერ ამბობს, ვინ არის ოკუპანტი
რუსეთს ვერ ახსენებს
პაპუაშვილი კი იმავე ნარატივს იმეორებს!
ეს უკვე არც პოლიტიკური ბოღმაა და არც უბრალო მავნებლობა
ეს არის მტრისთვის ხელსაყრელი ნარატივების გამეორება და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დადგენილი სიმართლის რევიზიის მცდელობა
რუსეთი მტერი და ოკუპანტია
ქოცი კი მათი მეკავშირე თბილისში
მადლობა ქართველ სპორტსმენებს, რომ სიმართლის მხარეს დგანან
Screenshot
Screenshot