აშშ-მა დასავლეთ ნაპირზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა

აშშ-მა დასავლეთ ნაპირზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„შეზღუდვები გავრცელდება პიროვნებებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დასავლეთ ნაპირზე მშვიდობის, უსაფრთხოების ან სტაბილურობის შელახვაში მონაწილეობენ, მათ შორის, ძალადობის ან სხვა ქმედებების განხორციელების გზით, რომლებიც მოსახლეობის ძირითად სერვისებსა და საჭიროებებზე ხელმისაწვდომობას ზღუდავენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც შეზღუდვები შეეხოთ და აშშ-ის ვიზები აქვთ, ვიზების გაუქმების შესახებ ინფორმაცია გადაეცემათ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ახალმოსახლეების ექსტრემისტული ძალადობის შესაჩერებლად მეტი უნდა გააკეთონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია