ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის შეტევის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ოთხი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელის შეტევის შედეგად დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ოთხი პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატით ქალაქ ჯენინში ლტოლვილთა ბანაკსა და ალ-სიბატის რაიონებზე შეტევა განახორციელა.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-მ განაცხადა, რომ რეგიონის სამი საავადმყოფო ისრაელის სამხედროებმა ალყაში მოაქციეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 275 პალესტინელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.