დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ათობით ქვეყანაში ანტისემიტური განწყობები მატულობს – ისრაელის უშიშროების საბჭომ მოგზაურობის მსურველი მოქალაქეებისთვის მონაცემები განაახლა

ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე, ანტისემიტური განწყობები მატულობს – ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ, ათობით ქვეყანასთან დაკავშირებით, ე.წ. სამოგზაურო გაფრთხილებათა მონაცემები განაახლა, – ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, რომ, ისრაელელებისთვის, საფრთხის მაჩვენებელი მეორე დონემდეა გაზრდილი დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში (მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიასა და არგენტინაში).
საბჭო მოქალაქეებს ურჩევს, გაზრდილი რისკის ქვეყნებში, მოერიდონ დემონსტრაციებთან ახლოს ჩავლასა და ისრაელთან დაკავშირებული სიმბოლოების ღიად ტარებას.
საბჭო დასძენს, რომ ისრაელელებმა უნდა გადადონ მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებზეც სამოგზაურო გაფრთხილებები ვრცელდება, “განსაკუთრებით არაბულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ირანის მოსაზღვრე ქვეყნებსა და აზიის რამდენიმე მუსლიმურ ქვეყანაში”.
საბჭოს მონაცემებით, ქვეყნები განაწილებულია ოთხ კატეგორიაში – პირველი დონე ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა, მეოთხე დონე კი მოგზაურებს საფრთხის მაღალი ალბათობის შესახებ აფრთხილებს. (ცნობისთვის, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მონაცემებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა).

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან