პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიას სურს, ევროკავშირმა მოძალადე ისრაელელ ექსტრემისტებს სანქციები დაუწესოს

გერმანიას სურს, ევროკავშირმა განიხილოს სანქციების დაწესება იმ ისრაელელი ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბერლინი მიესალმება იმ ფაქტს, რომ აშშ ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვებს დააწესებს.
"მნიშვნელოვანია ამ დებატების ევროპულ დონეზე წამოწევაც“, - განაცხადა სებასტიან ფიშერმა და დასძინა, რომ გერმანია ხელს უწყობს იმას, რომ აღნიშნული თემა ორშაბათს, ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა დასავლეთ სანაპიროზე ძალადობაში მონაწილე ისრაელის მოქალაქეებზე სავიზო შეზღუდვები დააწესა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.