არქივი22 მარტი, 2024, 21:36
აშშ-ის საელჩო მოსკოვში მომხდარი თავდასხმით "შოკირებულია"
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „შოკირებულია“ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში თავდასხმით და „გულწრფელ სამძიმარს“ უცხადებს რუს ხალხს.
საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ იმ ტერიტორიას, სადაც თავდასხმა მოხდა.
საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ს მთავრობას "მკაცრად შეზღუდული" აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოსკოვის საელჩოსგან მოშორებით ტერიტორიებზე. ამავე ცნობით, რუსეთის მთავრობამ შეზღუდა ამერიკელი პერსონალის მოგზაურობის შესაძლებლობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.