ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა ვიცით ამ დროისთვის ტერორისტებზე მოსკოვში?

რუსეთში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის ამსახველ ვიდეოებში 3 მსროლელი ჩანს, რომლებიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებულნი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავეები მიიმალნენ.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულის ადგილთან ერთი ადამიანი დააკავეს. უცნობია, აქვს თუ არა კავშირი მას თავდასხმასთან.
რუსული მედიის, Baza-ს მიხედვით, სამართალდამცავები თეთრ სედანს ეძებენ, რომელშიც შესაძლოა დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე შეიარაღებული პირი იმყოფებოდეს.
❗️Стрельба в «Крокус Сити Холл». В сети появляются кадры с погибшими

«РИА Новости» пишут, что огонь открыли три человека в камуфляже pic.twitter.com/OzgKc7ssMr— Дождь (@tvrain) March 22, 2024
ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა Crocus City Hall-ში თავდასხმის ჩამდენები "ლაჩრებად" და "არარაობებად" მოიხსენია.
"ძალადობის მსგავსი აქტების ჩადენა მხოლოდ ლაჩრებსა და არარაობებს შეუძლიათ, რომლებიც გაბედულები მხოლოდ დაუცველებისა და უიარაღოების წინაშე არიან". - თქვა კადიროვმა.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ.
"ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს.
7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საეოლჩოებიც.
"საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.
უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეობრივი დანაყოფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია". - უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაციაა.
"ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება". - უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს.
Sota публикует кадры пожара в «Крокус Сити Холле». Огнем охвачено все здание pic.twitter.com/W2IBEiy3Z5— Дождь (@tvrain) March 22, 2024
გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, მოსკოვში ტერორისტულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ФСБ-ს მიერ ISIS-ის ტერორისტების დაკავება მიმდინარეობდა. ამის შესახებ გროზევმა ტელეკომპანია Дождь-ის ეთერში ისაუბრა.
გამომძიებელი ჟურნალისტის თქმით, თუ ФСБ სავარაუდო თავდამსხმელად ISIS-ს გამოაცხადებს, ეს, სავარაუდოდ, სიმართლე იქნება. თუმცა, გროზევი იმასაც ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან თავად ФСБ დგას, მიზანი კი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.