არქივი23 მარტი, 2024, 00:18
Tass.ru: სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.