ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატო-ში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს - "ბლუმბერგი"

ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატო-ში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს - "ბლუმბერგი"

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ.
„ბლუმბერგის“ ცნობით, „გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.
მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ „გამარჯვების გეგმა“ გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში უნდა იყოს მიღებული.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.