ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აფეთქება საფრანგეთში – დაშავებულია პოლიციელი

საფრანგეთში, ლა გრანდე მოტეში, სინაგოგის ავტოსადგომზე ავტომობილის აფეთქების შედეგად პოლიციელი დაშავდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეძებენ პირებს, რომლებიც ავტომობილის დაწვის უკან დგანან.
„მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამემამულე ებრაელი მოქალაქეები და ქალაქის მაცხოვრებლები, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანებით, ჩამდენ პირთა დასაკავებლად, ყველა საშუალებაა მობილიზებული“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.