არქივი24 აგვისტო, 2024, 13:53
საფრანგეთში, სინაგოგის წინ აფეთქების შედეგად, პოლიციელი დაშავდა
საფრანგეთში, სინაგოგის წინ აფეთქების შედეგად, პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა საზღვაო კურორტ, ლა გრანდე-მოტეში მოხდა, როდესაც დილით აფეთქების ხმა გაისმა და ცეცხლი ორ ავტომობილს გაუჩნდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა ინციდენტს „აშკარად დანაშაულებრივი ქმედება“ უწოდა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.