ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია სამი ადამიანი

26 აგვისტროს დილით დაახლოებით 06:00 საათზე, გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე (კოტეხის დასახლება) მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
აფეთქების დროს ადგილზე სადგურის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი გურჯაანის, ერთი კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
გურჯაანის კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამივე დაშავებული მათ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა დაზიანებების სიმძიმის გამო ერთის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
ხანძრის დროს დაიწვა ერთი ავტომობილი, დაზიანდა სადგურის კონსტრუქცია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მომხდარის მიზეზი.
რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.