არქივი26 აგვისტო, 2024, 10:10
გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი
გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებულ სადგურზე, აფეთქება მოულოდნელად მოხდა ,რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი.
რა გახდა სადგურზე შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
მეხანძრე- მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.
სადგურზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის
მიზეზს, გამოძიება დაადგენს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.