ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არ შეიძლება ქვეყანაში რეზიდენტურა იყოს ფასიანი" - პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან (ვიდეო)

"არ შეიძლება ქვეყანაში რეზიდენტურა იყოს ფასიანი" - პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან (ვიდეო)

პროტესტია ჯანდაცვის სამინისტროსთან - მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები (რეზიდენტები) დასამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გამართულობას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ პოსტდიპლომური სწავლების პერიოდში ანაზღაურებად შრომას, ასევე რეზიდენტურის გადასახადის გაუქმებას, სამართლიან კონკურეციას და კერძო კლინიკებში სარეზიდენტო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცესის საჯაროობას.

სამინისტროსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ წლიურად დიპლომირებულ მედიკოსთა 75% რეზიდენტურის გარეშე რჩება, რადგან გადასახადი მაღალია.

ვითხოვთ გაიმართოს ჯანდაცვის სისტემა. იყოს სრულყოფილი რეზიდენტურის გამოცდა და ასევე ახალი ექიმების შერჩევსი კონკურსი იყოს სამართლიანი. რეზიდენტების აქცია არ არის კონკრეტული ჯგუფის აქცია. ეს არის მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქცია, რადგან საქართველოს სჭირდება კვალიფიციური მედ-პერსონალი და თანამედროვე გაიდლაინების სრულყოფილილად შემსრულებელი. არ შეიძლება ქვეყანაში რეზიდენტურა იყოს ფასიანი. არცერთ ქვეყანაში არ არსებოსბ ფასიანი რეზიდენტურა. იაფ მუშახელად არის ქცეული დღეს რეზიდენტი. ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ", - ამბობს აქციის მონაწილე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.