ირაკლი კუპრაძე: ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ივანიშვილია პასუხისმგებელი იმ ყველა დანაშაულზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება

“ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ივანიშვილია პასუხისმგებელი იმ ყველა დანაშაულზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობისგან წამალს ითხოვენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის თანხა, რაც ბავშვებს დაეხმარებოდა, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სახლებიდან, ჩხრეკის დროს, ქეშად ამოიღეს.

ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ივანიშვილია პასუხისმგებელი იმ ყველა დანაშაულზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ყველას მოუწევს პასუხისგება ძალიან მარტივ ამბავზე, რა გახდა ამხელა ბიუჯეტისთვის 40 მილიონი ლარი, რომელიც გადაყრილი აქვთ უამრავ სისულელეში. 1.5 მილიონს რომ იხდიან ახლა პოლიციის დღის ორგანიზებაში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით, გადაიანგარიშონ ის 1.5 მილიონი ლარი რამდენ ბავშვს ეყოფოდა. 

იმისთვის, რომ გამოიყოს 40 მილიონი ლარი ბავშვებისთვის, 100-მდე ბავშვისთვის, რომელსაც სჭირდება გადარჩენა, ტკივილის შემსუბუქება სჭირდებათ. წარმოგიდგენიათ, იმ ადამიანებს, ვინც გამოდიან, იყრუებენ, ვითომც ეს პრობლემა არ არსებობს, გაუსაძლისი ტკივილები რომ ტანჯავდეთ, მას ფიზიკურად, ან ის იყოს მშობელი და უყურებდეს შვილებს. ამიტომ, პასუხი ნათელია – არ არსებობს არანაირი არგუმენტი ამ ქვეყანაში, ამ სამყაროში, რომელიც იქნებოდა იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგი, რომ 40 მილიონი ლარი, ეს დალოცვილი, არაფერს რომ არ წარმოადგენს სინამდვილეში ამხელა ბიუჯეტისთვის იმიტომ, რომ გადაყრილი აქვთ ასეულობით მილიონი. 40 მილიონი ლარი ამორებულია ღარიბაშვილის და ბურჭულაძის სახლებიდან ქეშად. მეტი არაფერი არ არის საჭირო, რომ ადამიანებს ერთი, გადავურჩინოთ შვილები და ტკივილი არ ჰქონდეს ადამიანს, ამის  გააზრებაც კი უდიდესი ფაქტორია. […]

არ შეიძლება, რომ სახელმწიფომ თავისი გულგრილობით, უპასუხისმგებლობით და ყასბობით დააგვიანოს იმიტომ, რომ ყველაფრისთვის მოიძებნა ამ ქვეყანაში ფული, გარდა ბავშვებისა,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.