ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, თბილისის საკრებულოსა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის მეუფე სვიმეონის მხარდაჭერით გამოიცა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც ახალი კრებულის შექმნაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ანსამბლ „შავნაბადას“ საქმიანობის განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საშობაო საგალობლების სასწავლო კრებულში აუდიო ნიმუშები წარმოდგენილია ერთიან და დაშლილ ხმებად, რომელსაც თან ერთვის ქართულ საეკლესიო გალობის კრებულსა და ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის