ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარში საშობაო გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ მიუსაფარ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც 400-მდე ნახატი და ნაკეთობა იყო წარმოდგენილი. ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიუსაფარი პირები, თავშესაფრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, სწავლობენ და ავითარებენ უნარებს ხატვის, ძერწვის, ქსოვის, ქარგვისა და სხვა მიმართულებით.
„აღნიშნული ღონისძიებების მიზანი მიუსაფარ პირთა მიმართ ზრუნვა და მათი შესაძლებლობების განვითარებაა, რათა შემდგომში დასაქმება შეძლონ.
თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ღონისძიების დასასრულს მობინადრეებს, ტრადიციულად, საახალწლო ნობათები გადასცა.
დღეისთვის ლილოს მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავსესაფარში 123 მობინადრე ირიცხება. ისინი თავშესაფრში ორჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით არიან უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.