თავდაცვის სამინისტროში აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის – „ფრთამოტეხილი მაფშალიას“ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მინისტრის მოადგილეები და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, მისი მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირობაზე ისაუბრა.
„სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის – ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, სიმღერის ტექსტის ავტორი კი, პეტრე კოლხია.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა