ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგამ და კაია კალასმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი განიხილეს

ანდრეი სიბიგამ და კაია კალასმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით ,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე სამი საკითხი: სამშვიდობო ძალისხმევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან, რომელიც სამ ძირითად თემას შეეხო. პირველი, სამშვიდობო ძალისხმევა და მისი დაჩქარების გზები აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობით. მეორე, რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა, კერძოდ, ძლიერი მე-20 პაკეტის სწრაფი მიღება, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის საზღვაო მომსახურების გაწევის აკრძალვა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილეებისთვის შესვლის აკრძალვა. მესამე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპის ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტია. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ყველა საჭირო სამუშაო“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეათანხმეს ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან და უკრაინა-ევროკავშირის მომავალ კონტაქტებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.