ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Sky News - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს - საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე

Sky News - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს - საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.
ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 42 ნავთობტანკერი შევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.