ევროკავშირის პრესსპიკერი – ჩვენი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის 24 თებერვლისთვის მიღება

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავამდე, დაამტკიცებენ.

„განუწყვეტლივ ვახდენთ ზეწოლას რუსეთზე, რათა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი. ვაგრძელებთ მუშაობას იმ ზომებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის საჭირო სახსრებს, საქონელსა და ტექნოლოგიებს ჩამოართმევს. ეს მართლაც მოიცავს თქვენს მიერ ნახსენებ მე-20 პაკეტს და ჩვენი მიზანია მისი 24 თებერვლისთვის მიღება“, – აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ საკითხზე მსჯელობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?