ანა დოლიძე მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, „უსამართლო ხელშეკრულებებია და სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში და სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„უსამართლო ხელშეკრულებების, სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში მტაცებლების წინაშე. უამრავი ადამიანი არ იცნობს კანონმდებლობას და კანონმდებლობა შესაბამისად არ იცავს ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ბევრი ადამიანი დაზარალდა და კვლავაც ზარალდება სესხების ხელშეკრულებებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა და ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ არ შეიქმნას მეტი უსახლკარო ოჯახი, მეტი ადამიანი არ დარჩეს გარეთ, ბავშვები არ გაიზარდონ ქუჩაში, ამისთვის კი სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას პრობლემის აღმოფხვრის მიზნით და მხარს დავუჭერთ მევახშეებისგან დაზარალებულებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება