პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ – მოვითხოვთ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც საბანკო ხელშეკრულებებს შეისწავლის

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა კეკელიძის 1-ელ ნომერში გამოსახლებას ეხმაურება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
„გუშინ, კეკელიძის 1 ნომერში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონოდ და უსამართლოდ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. მხოლოდ ეს არ იკმარა და პოლიციასთან თანამშრომლობით დააკავეს ჩვენი პარტიის წევრი ბესიკ ჩაკვეტაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ გამოსახლების პროცესს. დღეს ასეთი ოჯახები ათასობით არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მოითხოვს შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ კაბალურ საბანკო ხელშეკრულებებს და მოითხოვს ხელისუფლებისგან დაიცვას თითოეული ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება. ჩვენს მოქალაქეებს აქვს კონსტიტუციური უფლება და აგრეთვე მორალური უფლება, რომ იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამიტომ დღევანდელი დღე და გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება’’, – აცხადებს მარიამ კუკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება